понедельник, 6 июня 2011 г.

პორტუგალია

პორტუგალია– მდებარეობს ევროპის სამხრეთ-
დასავლეთ ნაწილში პირენეის
 ნახევარკუნძულზე.  დასავლეთით
ესაზღვრება ატლანტის ოკეანე,
 ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით 
კი ესპანეთი. პორტუგალიას ეკუთვნის
 აზორის და მადეირას კუნძულები.
დედაქალაქი -  ლისაბონი
სახელმწიფო ენა -  პორტუგალიური
რელიგია - ძირითადი კათოლიციზმი
კლიმატი - სუბტროპიკული. ქვეყანაში

 რამდენიმე კლიმატური რაიონია:
ჩრდილო-დასავლეთის რაიონი წვიმიანია, თბილი ზამთრით და ხანმოკლე ზაფხულით; ჩრდილო-აღმოსავლეთის რაიონში ცივი და თოვლიანი ზამთარია და ცხელი ზაფხული; სამხრეთის რაიონი გამოირჩევა ნაკლები ნალექიანობით, მშრალი ზაფხულით და რბილი ზამთრით.
დრო - GMT + 0.00
ვიზა - შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული - ევრო


 



მადეირა
არქიპელაგი რომელიც შედგება
 მადეირასა და პორტუ-სანტუს
 კუნძულებისგან.
კუნძული გამოირჩევა უნიკალური
ბუნებით, სუფთა ჰაერით და ლამაზი
 პეიზაჟებით. კუნძულზე არ არის
პლიაჟები, სანაპიროები ძირითადად
 კლდოვანია, მაგრამ არის ბალნეოლოგიური
 ცენტრები და სპეციალური ოკეანეში
 ჩასასვლელი კიბეები

არქიპელაგის ძირითადი კურორტებია: ფუნჩალი და კუნძული პორტუ სანტუ.
ფუნჩალი - მადეირას დედაქალაქია ძველებური სასახლეებით და მოედნებით, თანამედროვე სასტუმროებით და მაღაზიებით.




პარკებით, ბაღებით და ვენახებით  დაფარული მონტეს  მთიდან ქალაქის ულამაზესი ხედი იშლება. ფუნჩალის დასავლეთ ნაწილში ბევრი 4-5 ვარსკვლავიანი სასტუმროა.
კუნძული პორტუ სანტუ მადეირასთან 40 კილომეტრშია განლაგებული. იქ მოხვედრა შესაძლებელია თვითმფრინავით  ან გემით, რომელიც ყოველ დილით მადეირადან გადის და საღამოს ბრუნდება.
პორტუ სანტუზე ძალიან სუფთა პლიაჟებია, ოქროსფერი ქვიშა კი თავისი სამკურნალო ეფექტით არის ცნობილი.
კუნძულზე მშრალი კლიმატია, ზღვაში ბანაობა მთელი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.
აქტიური სპორტის მოყვარულებს შეუძლიათ დაკავდნენ წყლის სპორტის სახეობებით.
ამ ადგილის ყველაზე ცნობილი ღირშესანიშნაობაა სახლი, სადაც ცხოვრობდა ქრისტეფორე კოლუმბი





პორტუგალიაში ძალიან ბევრი არქიტექტურული თუ ბუნებრივი ღირშესანიშნაობაა. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს პორტუგალიის ყველაზე მაღალი მთიანი მასივი. ეს ერთადერთი ადგილია პორტუგალიაში, სადაც შესაძლებელია სათხილამურო სპორტით დაკავდეთ.

პორტუგალიის ძირითადი კურორტებია: ლისაბონი, პორტო, ალგავრე (ფარუ, პორტიმაუში, ალვორი, ალბუფეირა, ვილამური, კარვეირო, კვინტა-დო-ლაგო), ეშტორილი, კაშკაიში,  მადეირა, აზორის კუნძულები

შვეიცარია

 შვეიცარია–მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში.
 ფართობი — 41.300 კვ.კმ. მისი მოსაზღვრე
ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია
, ლიხტენშტაინი, იტალია. მათგან
ყველაზე გრძელი საზღვარი მას აქვს იტალიასთან
 741 კმ. ყველაზე მოკლე ლიხტენშტინთან 41 კმ. შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე. უდიდესი მყინვარია
 ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები, სიგრძით 24.7 კმ. მნიშვნელოვანი
უღელტეხილებია: სენ-გოტარდი - 2108 მ სიმაღლეზე; ლეპონტინის ალპებზე,
 შვეიცარიის სამხრეთში, სენ-ბერნარი, 2469 მ სიმაღლეზე მდებარეობს შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე




ციურიხი–შვეიცარიის უდიდესი ქალაქი (მოსახლეობა: 376,815, 2007 წლის მონაცემებით) და ციურიხის კანტონის დედაქალაქი. ქალაქი შვეიცარიის მთავარი კომერციული და კულტურული ცენტრია და მხოფლიოს ერთ-ერთ გლობალურ ქალაქთა შორისაა. 2006 და 2007 წლებში ჩატარებული რამდენიმე საზოგადოებრივ გამოკითხვის შედეგად ციურიხი მსოფლიოში "საუკეთესო ცხოვრების ხარისხის" ქალაქად დასახელდა.



იტალია

იტალიაუდიდესი კულტურული
მემკვიდრეობის მქონე ქვეყანა,
რომელსაც ამავდროულად აქვს
მრავალფეროვანი საზღვაო და
სათხილამურო კურორტები.
მდებარეობს ცენტრალური
ევროპის სამხრეთში აპენინის
ნახევარკუნძულზე. აკრავს
ლიგურიის, ტირენის, ხმელთაშუა,
 იონის და ადრიატიკის ზღვები.
იტალიას ეკუთვნის შემდეგი
კუნძულები: სიცილია, სარდინია,
 კაპრი, ისკია და სხვა პატარა კუნძულები.
ქვეყნის ტერიტორიაზე არის 2 მინი
 სახელმწიფო: ვატიკანი და სან-მარინო.
დედაქალაქი: რომი
სახელმწიფო ენა - იტალიური
რელიგია – ძირითადი კათოლიზმი დრო – GMT +1   ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში ფულის ერთეული – ევრო
 

კლიმატი – ჩრდილოეთ იტალიაში ზომიერი ხმელთაშუა ზღვის კლიმატია. ტემპერატურა ზაფხულში საშუალოდ 30 გრადუსამდე ადის, ზამთარში კი 8 გრადუსამდე ეცემა. სამხრეთ იტალიაში სუბტროპიკული კლიმატია მშრალი და ცხელი ზაფხულით, ზაფხულის ტემპერატურა +40 გრადუსი და ზამთარში +12 გრადუსია.

რომი მსოფლიოს ერთ–ერთი ულამაზესი ისტორიული ქალაქი.

ესპანეთი

 ესპანეთი–მდებარეობს ევროპის უკიდურეს
სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში
პირენეის ნახევარკუნძულზე.
 ჩრდილოეთით ესაზღვრება
  საფრანგეთსა და ანდორას,
დასავლეთით პორტუგალიას,
სამხრეთით კი გიბრალტარის
 სრუტით გამოყოფილია აფრი–
კისგან.
ესპანეთს ეკუთვნის შემდეგი
კუნძულები: ატლანტის ოკეანეში
 კანარის კუნძულები და ხმელთაშუა
ზღვაში ბალეარის კუნძულები.

დედაქალაქი: მადრიდი
სახელმწიფო ენა - ესპანური
რელიგია – ძირითადი კათოლიციზმი
კლიმატი - ხმელთაშუა ზღვის სუბტროპიკული კლიმატი, რომელიც ხასიათდება რბილი ხანმოკლე ზამთრით და მშრალი ცხელი ზაფხულით.
დრო – GMT + 1
ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში
ფულის ერთეული – ევრო
ესპანეთის დიდებული ბუნება.


მადრიდი.ოცნების და ხელოვნების  ქალაქი.

საფრანგეთი


საფრანგეთიმდებარეობს ევროპის დასავლეთ ნაწილში და ესაზღვრება ბელგიას, ლუქსემბურგს, გერმანიას, შვეიცარიას, იტალიასა და ესპანეთს. საფრანგეთს ეკუთვნის კუნძული კორსიკა.
დედაქალაქი: პარიზი
სახელმწიფო ენა - ფრანგული
დრო – GMT + 1
ფულის ერთეული - ევრო
ვიზა – შედის შენგენის ქვეყნების სიაში
კლიმატი – 4 ტიპის კლიმატური ზონა:
ოკეანის, ზომიერი კონტინენტალური,
ხმელთაშუა ზღვისა და მთის.
პარიზის მოსანახულებლად
საუკეთესო პერიოდია მაისი, სექტემბერი, ოქტომბერი, ხოლო რივიერაზე გასამგზავრებლად  ივნისი, სექტემბერი.კორსიკაზე გრძელი და ცხელი ზაფხულია. საუკეთესო პერიოდია მაისი-ივნისი, სექტემბერი-ოქტომბერი.



ვერსალი– საფრანგეთის ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქია. ეს, შადრევნების, ბაღებისა და სასახლეების ქალაქი ლუი XIV-მ ააშენა.




მეფე ლუის XIV  იყო ყველაზე
უცნაური მეფე მთელ მსოფლიოში.
 გაგიკვირდებათ და მხოლოდ სამჯერ
უბანავია თავის სიცოცხლეში. ამის გამო
მისი სასახლის ოთხასივე ფანჯარა
 ყოველთვის ღია იყო.მეფე ყოველ
 დილით ადგებოდა და ცხვირის წვერს
 იბანდა ბრძანება გასცა რომ ვინც კი
 სასახლეში ცხოვრობდა ყველა ასე უნდა
 მოქცეულიყო ;) :D
ასევე ის ერთ სადილზე თავისუფლად
 ჭამდა 2 ქათამს 4 კვერცხს 1 ბატკანს 3 ქვაბ
 სუპს.ესეთი მადის გამო მას ექიმმა დაუნიშნა
 რომ ყოველი ჭამის შემდეგ უნდა დაელია
4 ჭიქა შამპანური.
ალბათ იტყვით სად ჩასდიოდა მაგდენი, მაგასაც გეტყვით… როცა ის მოკვდა ექიმებმა დაადგინეს, რომ ჩვეულებრივ ადამიანზე 2-ჯერ დიდი კუჭი ჰქონდა. ის იყო ერთ-ერთი უმდიდრესი მეფე საფრანგეთის ისტორიაში, მაგრამ ძალიან ძუნწი. მისი 610 შადრევანი რომელიც სასახლის ეზოს ამშვენებდა მხოლოდ ნახევარი საათი მუშაობდა დღეში.ასევე მას ჰქონდა პრობლემა ძილთან დაკავშირებით, ამის გამო ის ჩამოივლიდა 400 საწოლს და ისე იძინებდა.
იმედია დაინტერესდით ამ ინფორმაციით  ;)